კვლევებით დავით ბაქრაძე ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) კვლევით, პოლიტიკოსებს შორის პირველ ადგილს დავით ბაქრაძე იკავებს. მას გამოკითხულთა 53% მხარს უჭერს. მეორე ადგილზე კი საქართველოს პრეზიდენტია. კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსთა რეიტინგი ასე გამოიყურება: დავით ბაქრაძე – დადებითი 53%, უარყოფითი 40%, არ მსმენია 2%, არ ვიცი 5%. გიორგი მარგველაშვილი – დადებითი 52%, უარყოფითი 42%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 5%. კახა კალაძე – დადებითი 50%, უარყოფითი 44%, არ მსმენია 2%, არ ვიცი 4%. დავით სერგეენკო – დადებითი 49%, უარყოფითი 39%, არ მსმენია 5%, არ ვიცი 7%. გიორგი კვირიკაშვილი – დადებითი 41%, უარყოფითი 52%, არ მსმენია 2%, არ ვიცი 5%. კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა 71% მონაწილეობდა. ცდომილების ზღვარი კი +/- 2.5%-ია..

მსგავსი თემები