“კვლავ „ტრიუკი“ თუ არ ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხელს ვერაფერი შეუშლის” – რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები პარტიების მხარდაჭერის გარეშე თუ დამტკიცდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები არ იქნება სამართლიანი და დემოკრატიული.

„ხელისუფლებამ კვლავ მოატყუა საერთაშორისო პარტნიორები და მუდმივ ტყუილზე პასუხისმგებლობა „ოცნებას“ დაეკისრება. პარლამენტში არიან დამოუკიდებელი დეპუტატები და ოპოზიციური ფრაქცია. თუ კვლავ რაიმე „ტრიუკი“ არ ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ხელს ვერაფერი შეუშლის, მაგრამ ეს არ იქნება იმ შეთანხმების შესრულება, რაც 8 მარტს დაიდო.

როცა ხელისუფლებამ გაათავისუფლა უგულავა, ოქრუაშვილი და შეჩერებულია პროცესი ხაზარაძის, ჭუტა წერეთელის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება აპირებს შეთანხმების მთლიანად შესრულებას. თუ ერთი პატარა ნაწილი, გიორგი რურუას ციხეში ჩატოვების გამოიყენა, ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრება მთლიანად „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები