კვების 50 ობიექტი, სადაც სხვადასხვა სახის დარღვევები გამოვლინდა

რესტორნების ქსელი “წისქვილი ჯგუფი”, რესტორანი “კახელები”, “რეცეპტორი” – ეს იმ საზოგადოებრივი კვების ობიექტების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც სხვადასხვა სახის დარღვევები აღმოჩნდა. ჯამში, აღმაშენებლისა და ბელიაშვილის ქუჩაზე კვების 57 ფილიალი შეამოწმეს. 

შემოწმებული საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან, 13-ში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, 46 ობიექტში ნაკლები სიმძიმის დარღვევა დაფიქსირდა, ხოლო დარღვევების გარეშე მხოლოდ 7 ობიექტი მუშაობდა. ამასთან, 13 ობიექტს, საჯარიმო სანქციის გარდა, შეუჩერდა საწარმოო პროცესი სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების გამოსწორებამდე.​

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ. 

გააქტიურებული კონტროლისა და სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სახელმწიფო კონტროლი და დარღვევების გამოვლენა პერმანენტულად განხორციელდება. 


მსგავსი თემები