კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველები ავიდნენ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებებმა, ბუქარესტში, საერთაშორისო ტურნირზე, 17 მედალი მოიპოვეს. ნაკრებმა, ინდივიდუალური პირველობის გარდა, წარმატებას საერთო გუნდურ ჩათვლაშიც მიაღწია.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 10 წონითი კატეგორიიდან 5-ში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველები ავიდნენ. ამათგან ორი ფრიდონ აბულაძე (55 კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ) ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენია.

ამ ასაკობრივ ჯგუფში მოჭიდავეებს ერთ თვეში – 3-9 ივნისს ევროპის ჩემპიონატი ელით, რომელსაც ესპანეთის ქალაქი პონტევედრა უმასპინძლებს.

მსგავსი თემები