“კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიდი სამეგობროს, ასევე ჩემი ძმის, მამუკა ჩარკვიანის, თხოვნით, ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შედეგად, დედას – ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ირმა ჩხეიძის, ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით გადაწყვეტილება მიღებულია – კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად, ჩემს უბანში.

დევიზი ასეთია “არც ერთი ხმა პუტინს”. საქართველო კორუფციონერების და 30 წლიანი, თაღლითი -კორუფციაში ჩაფლული, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების  მომავალს და მოხუცების სიბერეს – პენსიას , რომ იპარავენ. მიყვარხართ მე თქვენ, მიყვარს გაწვალებული მტრისგან დაუცველი საქართველო და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება,”- წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუკზე.

მსგავსი თემები