„კეთილი ინებოს და პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს“ – მერკერი პუტინზე

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრაზე გერმანია-რუსეთის გაზსადენის მშენებლობასთან დაკავაშირებითაც ისაუბრა. მისი თქმით: „პუტინს აქვს ინტერესი გაყიდოს გაზი ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუთხრათ – კეთილი ინებოს და პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს, ანდა დავაკმაყოფილოთ პუტინის თითოეული სურვილი. ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც შედის საერთო ევროპულ ინტერესში“.

კითხვას, მიიღო თუ არა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტისგან   გარანტიები, რომ პუტინი ამ მილსადენს პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებს, კანცლერმა შემდეგი პასუხი გასცა: „„გაზი მიწის ქვეშ გადის ბელორუსში, უკრაინაში, პოლონეთში, ასევე „ჩრდილოეთ დინება“ ერთი და ორი, ასევე სამხრეთ კორიდორი. პარალელურად, ჩვენ ასევე აზერბაიჯანთან გვაქვს თანამშრომლობა. ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ზემოქმედება მაქსიმალურად შემცირდეს. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სამართლებრივი და სამართლიანი პრეტენზია ტრანზიტზე. საერთო ჯამში, ეს „ნორდსტრიმის“ პროექტი დამოკიდებულია მათ შორის იმაზე, რომ გარკვეული ნაწილი განთავსდება რუსეთში და ყველაფერი მთლიანობაში გამარტივდება. პარალელურად, გერმანიაში ჩვენ ვემზადებით ე.წ. ენერგი ტერმინალის ასაშენებლად. რუსეთზე მაქსიმალურად დამოკიდებულების შესამცირებლად. გაზი მოდის დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან. ეს ყველაფერი „ნორდსტრიმ“ ერთი და ორით რადიკალურად არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, უკრაინა დარჩება ტრანზიტული ქვეყანა ამ თვალსაზრისით. შეიძლება სხვაგვარად შევხედოთ, რომ პუტინს აქვს ინტერესი გაყიდოს გაზი ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუთხრათ, კეთილი ინებოს და პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს, ანდა დავაკმაყოფილოთ პუტინის თითოეული სურვილი. ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც შედის საერთო ევროპპულ ინტერესში“.

მსგავსი თემები