“კეთილი ინებეთ, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ და შეასრულეთ საზოგადოების დაკვეთა“ – ანზორ ბიწაძე

„ეგ სუნი მეგობრებო, ძალიან სიმბოლურია! ისე გაგხრწნათ ხელისუფლებამ, რომ არავინ და არაფერი თქვენ აღარ გახსოვთ! “, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ განაცხადა.

მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბიწაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს:

„სამართლიანობის აღდგენის დროშის ქვეშ მოსულმა ხელისუფლებამ, თავზე მურუსიძის სასამართლო მოგვახვიეთ, 90-იანი წლების სურათი დადგით შუა ქალაქში და რკინის ჯებირებით გამოეყავით თქვენსავე ხალხს. ახლა, კეთილი ინებეთ, ცხვირზე ხელი მოიჭირეთ და შეასრულეთ საზოგადოების დაკვეთა!“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

მსგავსი თემები