კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე 4-კილომეტრიანი გზა და 2 ავარიული ხიდი მოწესრიგდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილიდან ნასაგურამდე, დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი. მოეწყო სანიაღვრე ქსელი, განხორციელდა ორი ავარიული ხიდის რეაბილიტაცია, მოწესრიგდა ოთხკილომეტრიანი გზა, დაიგო, 25 000 კვადრატული მეტრი ასფალტი.

დასრულებული სამუშოები მოინახულეს და ნასაგურის მოსახლეობას შეხვდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი.

მსგავსი თემები