კახეთის გზატკეცილზე, კაპიტალურად აღდგენილ მარჯვენა სათადარიგო ზოლზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა

ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, სამგორის რაიონის მაჟორიტარ პარლამენტის წევრ შოთა ხაბარელთან და ისნის რაიონის მაჟორიტარ პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან ერთად, კახეთის გზატკეცილზე, კაპიტალურად აღდგენილი შვიდკილომეტრიანი მარჯვენა სათადარიგო ზოლი დაათვალიერა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.

სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელდა, აღდგენითი სამუშაოები კი კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ აწარმოა.

დასრულებული სამუშაოების დათვალიერებისას, თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდნენ: მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს წევრები: ბექა დავითულიანი, ლევან დავითაშვილი და გიორგი დოხტურიშვილი.

მსგავსი თემები