კახა კალაძე ტაქსის რეფორმის მოწინააღმდეგე მძღოლებს შეხვდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის სერვისი მოწესრიგებული უნდა იყო, როგორც მგზავრებისთვის, ასევე ტაქსის მძღოლებისთვისაც.

მერმა მზადყოფნა გამოთქვა შეხვდეს იმ ადამიანებს, რომლებიც ტაქსის რეფორმას აპროტესტებენ, ამისთვის საპროტექტო აქციის მონაწილეებმა, ნდობით აღჭურვილი 5- 10-კაციანი ჯგუფი უნდა გამოყონ.

„ეს მიმართულება მოწესრიგებული უნდა იყოს როგორც ამ სერვისით მოსარგებლე, ასევე,  სერვისის გამწევი ადამიანებისთვის. გუშინ იყო აქცია, სადაც გამოვიდა ადამიანების ჯგუფი, ტაქსის  მძღოლები და ისინი აპროტესტებდნენ ამ რეფორმას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვხატეთ ამ ადამიანებთან შეხვედრის მზადყოფნა და დღესაც გვაქვს  ეს მზაობა. მათ შეუძლიათ გამოყონ 5- 10-კაციანი ჯგუფი, ვისაც ენდობიან. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს შევხვდეთ და ნებისმიერ კითხვას გავცეთ კომპეტენტური  პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მომხმარებელს დადგენილ ვიზუალურ სტანდარტში მოქცეული, ახლად შეღებილი ტაქსები აჩვენა.

მისივე თქმით, ვიზუალურ სტანდარტში მოქცევის ვალდებულება ექნება A კატეგორიის ტაქსებს, ხოლო B კატეგორიის ტაქსებს მსგავსი ვალდებულება არ ექნებათ და საქმიანობის გაგრძელება შეეძლებათ ტაქსის გამოძახების პრინციპით მომუშავე სისტემაში ჩართვით.

მსგავსი თემები