კახა კალაძე: მზად ვარ, აქციაზე დაზარალებულების გამოჯანმრთელებაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო (ვიდეო)

დედაქალაქის მერმა კახა კალაძე, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რის საშუალებითაც, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რაც მოხდა, ძალიან მძიმე სანახავი იყო, თუმცა ამ ყველაფერს ხელისულების მხრიდან მყისიერი რეაგირება და მკაფიო განცხადებები მოჰყვა.

თბილისის მერი პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად, სრულად იზიარებს და გააზრებული აქვს ის შეცდომა, რომელიც მმართველმა გუნდმა დაუშვა.

მისი თქმით, დესტრუქციულმა ძალებმა სიტუაცია გაამწვავეს და 20 ივნისი საღამოს განვითარებული მოვლენებიც სწორედ მათი დამსახურებაა.

“საზოგადოებამ ნახა ვიდეოკადრები, ვინც მოუწოდებდა იქ მყოფ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს შტურმისა და პარლამენტის აღებისკენ. ეს იყოძალიან მძიმე და რა თქმა უნდა, ამას მოყვება სამართლებრივი რეაგირება”- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი აქციის დროს დაზარალებულებს თანადგომას უცხადებს და ამობს, რომ მზადაა, მათ გამოჯანმრთელებაში მოკრძალებული წვლილი შეიტანოს.

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on შაბათი, 22 ივნისი, 2019

მსგავსი თემები