კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეთა ჯგუფს და განიხილოს მათი წინადადებები

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირზე, შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით შეკრებილ აქციის მონაწილეებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დედაქალაქის მერი მზადაა უახლოეს დღეებსი შეხვდეს აქციის მონაწილეთა ჯგუფს და დანიხილოს მათი წინადადებები.
“დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზადაა, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები