„კაცი გლოვობს და ტირის“ – რა უთხრა პატრიარქმა მეუფე პეტრეს?!

დეკანოზ დავით ქვლივიძე „მედიაცენტრ მთავართან“ გუშინდელ სინოდის სხდომაზე პატრიარქისა და  მეუფე პეტრეს საუბარს ყვება და აცხადებს, რომ პატრიარქმა მეუფეს თბილად, სიყვარულით და გულდაწყვეტილმა მიმართა.

„პატრიარქი ეუბნება, რომ მოხვედი რა კარგი იყავი და ახლა რა დაგემართაო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პატრიარქი არის ნამდვილად მწყემსი კეთილი. რაც უწმინდესმა გააკეთა, ვფიქრობ ამის გაკეთებას ბევრი მღვდელი და მღვდელმთავარი ვერ შეძლებს, ვერავინ შეძლებს ამდენის მოთმენას“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ დეკანოზმა დავით ქვლივიძემ.

მისივე თქმით, მეუფე პეტრე თავიდან რომ მოვიდა ეკლესიაში,  პატრიარქმა შეიფარა, მოეფერა, დაბანა, ჩააცვა, თავის ფრთების ქვეშ ამოიყენა და მიტროპოლიტი გახდა კაცი. „ასე გაბრაზებული მამა არ ეტყვის შვილს, რაც წმინდა სინოდზე  პატრიარქმა უთხრა პეტრეს. კაცი გლოვობს და ტირის“, –  აღნიშნა დეკანოზმა.

მსგავსი თემები