კაფე-ბარების მუშაობა იზღუდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  საქართველოში რესტორნებისა და კაფე-ბარებში შეზღუდვები წესდება. კერძოდ, მთავრობა კვების ობიექტებს მიმართავს, რომ შეზღუდონ ის მომსახურება რომელიც ადამიანების კონტაქტთან არის დაკავშირებული.

„დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიმსჯელოთ და მივიღოთ გადაწყვეტილება კაფის, რესტორნის, ბარების დახურვასთან დაკავშირებით. სხვანაირად გაგვიჭირდება მართვა. ფინანსთა სამინისტრომ ამაზე უნდა იმუშაოს, რანაირად შეგვიძლია ამ ეფექტის შერბილება“, – მიმართა პრემიერმა საბჭოს.

მთავრობის პრეს-სპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კვების ობიექტებს შეუძლიათ იმუშაონ მზა საკვების გატანის სერვისით.

მსგავსი თემები