„კატეგორიულები ვიქნები გამოძიების, პროკურატურის და დამნაშავეების წინაშე“ – მირიან ნიკოლაძე

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სამედიცინო ექსპერტის დასკვნა ხვალ უნდა გამოქვეყნდეს. როგორც გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, მათი პირველადი ვერსია უნდა დადასტურდეს.     

„ექსპერტიზა არ იქნება სათუო და ალბათობითი. არსებობს კონკრეტული კითხვები, რაზეც ექსპერტიზის დასკვნამ უნდა გასცეს პასუხები თუ რა არის გიორგის გარდაცვალების მიზეზი, არსებული დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდგომი და როგორია არსებული დაზიანებების ხარისხი. თუ ამაზე იქნა კატეგორიული პასუხი, რისი მოლოდინიც გვაქვს, ჩვენც კატეგორიულები ვიქნებით გამოძიების, პროკურატურისა და დამნაშავეების წინაშე“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მსგავსი თემები