„კარფურის“ მორიგი თაღლითობა – 24.90-ის ნაცვლად 39.90 გადაახდევინეს

„მედიაცენტრი მთავარი“ აქტიურად აშუქებს იმ დაზარალებული და მოტყუებული ადამიანების კონკრეტულ ისტორიებს, რომლებსაც დიდ სავაჭრო ქსელებში ურცხვად ატყუებენ და იმაზე მეტ თანხას ახდევინებენ, ვიდრე რეალურად პროდუქცია ღირს. ამჯერად, ფოტოზეც ხედავთ, რომ მყიდველს 24.90-ლარიან ნივთში 39.90 ლარი გადაახდევინეს. „კარფურში“ მსგავსი შემთხვევა პირველი არ არის. გასულ კვირას, „მედიაცენტრმა მთავარმა“ ფოტოები გამოაქვეყნა, როგორ მოატყუეს მყიდველი და შეძენილ რამდენიმე ნივთში თითქმის ორმაგი ფასი გადაახდევინეს.   

გარდა ამ ტყუილისა, მყიდველს სავაჭრო ცენტრიდან ნივთი ისე გამოატანეს, ზედ მიმაგრებული სპეციალური მეტალიც არ მოხსნეს. მისი მიხსნა კი სახლის პირობებში შეუძლებელია.

იმედია, „კონკურენციის სააგენტო“ დაინტერესდება მსგავსი თაღლითობით, რაც დანაშაულია.     

მედიაცენტრი მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები