კარგი ბიჭებისა და გოგონების გვერდით დაყენებას ყველა პარტია უნდა ეცადოს – ქუცნაშვილი “ძველ ბიჭებზე”

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ყველა პარტია უნდა ეცადოს, კარგი გოგონები და კარგი ბიჭები დაიყენოს გვერდით და არა ცუდები, კარგები არიან საჭირო გამარჯვებისთვის და არა ცუდები.

“კარგი გოგონებისა და კარგი ბიჭების გვერდში დაყენებას ყოველთვის მივესალმები. ყველა პარტიას მოვუწოდებ კარგები შეარჩიონ თავიანთი კამპანიის საწარმოებლად”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

​რაც შეეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით,  ასეთი ცალკეულ შემთხვევები იყო მის სადეპუტატო რეგიონში, მაგალითად, ჭადიჯვარში, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ფული მისცეს ტრაქტორისტს, რომ იაფად დაემუშავებინა მიწები “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებისთვის, მაგრამ ამაზე ადგილობრივებს უარი უთქვამთ. ასევე, ყაზბეგში “ქართული ოცნების” შტაბის წევრებს ფულს სთავაზობდნენ, რომ მიეტოვებინათ “ოცნების” შტაბი და “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში გადასულიყვნენ.

მისივე შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს დაუმორჩილებლობის მოწოდებას, რადგან მის მოწოდებას საფუძველი არ აქვს. დაუმორჩილებლობის გამოცხადებას იმ შემთხვევაში აქვს საფუძველი, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა  მიიტაცებს ძალაუფლებას.

ზაქარია ქუცნაშვილი თქმით, როცა მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ძალას არჩევნებში 10-15%-იანი სხვაობით ამარცხებ, იმ არჩევნების ლეგიტიმურობის საეჭვოობის ალბათობა არის ნულოვანი და არავინ დაუჭერს სააკაშვილს მხარს არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ.

მსგავსი თემები