“კარგად ვიცი, ვისი მომხრეა. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს?” – სალომე ზურაბიშვილი ხატია ბუნიათიშვილზე   

პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის რაც, ცნობილი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის დოკუმენტური ფილმის პოსტერთან დაკავშირებით განაცხადა, მხოლოდ ხუმრობა იყო.

“მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ? თვითონ გამოაკრა 48. ძალიან კარგად ვიცი ვისი მომხრეა და ვისი – არა. ამავე დროს გერმანულ ენაზეც ვკითხულობ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე ხატია ბუნიათაშვილის შესახებ გადაღებული ფილმის – „48 საათი საქართველოში“ პოსტერი გააზიარა. როგორც აღმოჩნდა ფილმის სათაური ზურაბიშვილმა საკუთარ მხარდაჭერად მიიჩნია, რადგან მასში მისი საარჩევნო ნომერი იყო ნახსენები.

ზურაბიშვილის ქმედებამ აღაშფოთა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელები, მათ შორის არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე.

“ყალბი ახალი ამბები პრეზიდენტობის კანდიდატისგან. ტელეკომპანია არტეს მომზადებული ფილმი “48 საათი საქართველოში” ზურაბიშვილმა გაასაღა, როგორც ბუნიათიშვილის მხარდაჭერა მისი კანდიდატურისადმი. ძალიან სირცხვილია, ყველაფერი ხომ არ უნდა იკადრო“, – წერს ნოდარ მელაძე.

მსგავსი თემები