„კარგად ვერ გაძღნენ 9 წლის მანძილზე და ეს ახტუნავებთ, ვერ მივართვი, ნურას უკაცრავად, 15 კაცით არაფერი გამოუვათ“ – კარლო კოპალიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, კარლო კოპალიანის განცხადებით, ოპოზიცია, 15 კაცით ხელისუფლებას გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს. ეს განცხადება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ მათი დემოკრატიით ევროპაც გაოცებულია.

„2009 წლის აქციების დროს, 3 თვიანი ე.წ. საკნის აქციებით  პარალიზებული იყო პარლამენტი.  არც სხდომა ჩატარებული და არც კომიტეტები. პატივცემული „გვამები“ მაშინ ანტალიასა და ბოდრუმში ისვენებდნენ და გასვლით სხდომებსაც იქ ატარებდნენ ალბათ. მაგრამ, მათ არ მიიღეს მხედველობში 100 000 კაციანი აქცია. ახლა, 15 კაცით თუ ფიქრობენ თუნდაც 500 და 1000-ით, რომ ამ ხელისუფლებას ისეთ გადაწყვეტილებას მიაღებინებენ, რომელიც გზას გაუხსნის დესტრუქციულ ძალას პარლამენტში, ძალიან ცდებიან“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ვერანაირი ქმედებებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებენ.

„ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებით, მათ ქვეყანა არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ სკამები და რევანში. მათ მოსწყურდათ ქართველების სისხლი, კარგად ვერ გაძღნენ 9 წლის მანძილზე და ეს ახტუნავებთ, ვერ მივართვი, ნურას უკაცრავად. 15 კაცით ვერც დესტრუქციას მოაწყობენ და კარგად ნახეთ როგორ მოაცილა პოლიციამ ეს სახედაკარგული ადამიანები პარლამენტის შენობას. ჩვენმა ლიდერმა თქვა, მე გავაოცებ დემოკრატიით ევროპასო და ევროპაშიც კი გაოცდნენ იმ მართლაც დახვეწილი მოქმედებით, რაც პოლიციამ  და სპეცრაზმმა გამოიჩინა,  როცა ბლოკირება მოხსნეს პარლამეტზე“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.   

მსგავსი თემები