“კარანტინის დარღვევის მცდელობები იყო, თუმცა არავინ დაგვიკავებია” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მარნეულში შეზღუდვების დარღვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა მოქალაქეები პოლიციელების დანახვისთანავე უკან ბრუნდებიან და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დამატებითი ღონისძიებების გატარება არ უწევთ. 

“იყო რამდენიმე მცდელობა, გუშინაც ღამით იყო მცდელობა, ზოგი ამბობდა ვსეირნობ, ზოგი- ბაღში გავდივარ სამუშაოდ. დღესაც იყო ერთი შემთხვევა, ისიც მობრუნდა, უკან წამოვიდა, რომ ხედავენ პოლიციელებს უკან ბრუნდებიან. რომ გითხრათ გაიქცა და დევნა განხორციელდა და დავაკავეთ, ასეთი თემა არ ყოფილა,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

​მინისტრის ინფორმაციით, კარანტინის ზომების დარღვევისთვის მოქალაქეებს 3000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, ხოლო მისი გამეორებისთვის მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. თუმცა, მინისტრმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში, მოხდება უზრუნველყოფა იმისა, რომ თითოეულმა მოქალაქემ არსებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მიიღოს. 

მსგავსი თემები