„კანონის ფარგლებში ყველა ჯგუფს უნდა ეძლეოდეს საშუალება, საკუთარი აზრი გამოხატოს” – დავით მათიკაშვილი ფილმის პრემიერაზე

“ჩვენ ქვეყანაში სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუნდაც ეს იყოს შემოქმედებით ნაწარმოებში, რა თქმა უნდა, არის დაცული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ძალიან მაღალი შეფასება ეძლევა იმ მონაპოვარს, რომ კონსტიტუციით და რეგულაციის წესით, რაც ქვეყანაში არსებობს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მაღალი დაცვის ქვეშ.

„კანონის ფარგლებში ყველა ჯგუფს უნდა ეძლეოდეს საშუალება, რომ საკუთარი აზრი გამოხატოს. ეს დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნის მომავალია. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზღვარს გადავა და იქნება კანონდარღვევა, რა თქმა უნდა, სამართალდამცველების მხრიდან აღკვეთილი უნდა იყოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი თემები