“კანონის აღსრულება აუცილებელია, მაგრამ თუ ამის გამო ქვეყანა უნდა დაანგრიოთ, თქვენი ნებაა” – ლევან ჩხეიძე


“შევარდნაძეს აღმოაჩნდა ჭკუა და ნათელი ხედვა სიტუაციის, არ წავიდა გამწვავებაზე და თავიდან აიცილა სამოქალაქო დაპირისპირება, იგივე ჭკუა აღმოაჩნდა სააკაშვილსაც,- ამის შესახებ, 20 ივნისის მოლენების შედეგად დაკავებულთა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ, “მედიაცენტრ მთავართან” პრესკონფერენციის დროს, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ადვოკატმა 90-იანი წლაბი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო არაერთხელ მდგარა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, ის ლიდერებმა გადაარჩინეს.

“თუ ხელისუფლებას სურს სიტუაციის განმუხტვა, მოვუწოდებ, შეწყვიტოს რეპრესიული რიტორიკა და წავიდეს ამნისტიების კუთხით. მეტი ახალი პოლიტიკური ლიდერი კი არ დაიჭირონ, არამედ, ისინი, ვინც დიდი ხანია, იხდიან სასჯელს, გაათავისუფლონ, წავიდნენ ამნისტიის და შეწყალების კუთხით. მაგრამ თუ გვინდა სიტუაციის არევა, სამოქალაქო დაპირისპირება, ჩვენ ამას აუცილებლად მივიღებთ ამ პოლიტიკის შედეგად.
შევარდნაძეს აღმოაჩნდა ჭკუა და ნათელი ხედვა სიტუაციის, არ წავიდა გამწვავებაზე და თავიდან აიცილა სამოქალაო დაპირისპირება, იგივე ჭკუა აღმოაჩნდა სააკაშვილსაც, რომელიც წავიდა თავის დროზე რეპრესიების კუთხით, მაგრამ როგორც კი მიხვდა რომ დაკაარგა ლეგიტიმაცია, უკან დაიხია,”- აცხადებს ადვოკატი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ჩვენ ვნახეთ ადამიანები ხელკეტებით, რომლებიც პოლიციას ქვებს ესროდნენ, ვნახეთ დამტვრეული მანქანები… მათი დაუსჯელობა ამ ადამიანების წახალისებას ხომ არ ნიშნავს, ადვოკატი პასუხობს:

“თუ არ გინდათ, რომ მომავალში, ხელკეტიანი ადამიანების ნაცვლად იარაღიანი ადამიანები იხილოთ, დამტვრეული მანქანების მაგივრად კი, მოლოტოვის კოქტეილები და გადამწვარი ქუჩები, მაშინ უნდა წავიდეთ დიალოგის გზით, შერიგების გზით, თუნდაც პირდაპირ ვიტყვი, რეპრესიების ნაცვლად, უნდა შევთავაზოთ ერთმანეთს ამნისტია და განვმუხტოთ სიტუცავია, ეს არ არის წახალისება” – 

ლევან ჩხეიძე არსებულ სიტუაციას სამოქალაქო დაპირისპირების მინი-მოდელად აფასებს და ამავდროულად ამბობს, რომ აუცილებელია კანონის აღსრულება, მაგრამ თუ ეს ქვეყნის დანგრევას მოითხოვს, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რა ურჩევნია.

“კანონის აღსრულება აუცილებელია, მაგრამ თუ კანონის აღსრულების სანაცვლოდ მზად ხართ ქვეყანა დაანგრიოთ, – თქვენი ნებაა, მწვანე შუქი ანტებულია. სამართლებრივად სწორია, რომ ყველა დააკავო და მისცე პასუხისმგებლობაში, მაგრამ პოლიტიკურად თუ არის სახელმწიფო ამისთვის მზად, კი ბატონო! რაც მოხდა იყო სამოქალაქო დაპირისპირების მინი-მოდელი და აფასებს და თუ ხელისუფლება სიტუააციას არ განმუხტავს ყველაფერი გამწვავდება,”- აცხადებს ლევან ჩხეიძე “მედიაცენტრ მთავარის” პრესკლუბში.

მსგავსი თემები