კალიფორნიის ციხეში სიკვდილმისჯილი კორონავირუსით გარდაიცვალა

სან-ქუენტინის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორონავირუსით 71 წლის სიკვდილმისჯილი გარდაიცვალა.

რიჩარდ სტაიტლის 1992 წელს ჩადენილი ძალადობისა და მკვლელობისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა ჰქონდა მისჯილი. ციხეში მან 30 წელი გაატარა. ოფიციალური მონაცემებით, კოვიდ 19 სან-ქუენტინის ციხის 3700-მდე პატიმრიდან 1347-ს დაუდასტურდა.

მსგავსი თემები