კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაკარგულად უცხო ქვეყნის 77 მოქალაქე გამოცხადდა 

ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი გამანადგურებელი ხანძრის შედეგად დაკარგულად უცხო ქვეყნის 77 მოქალაქე გამოცხადდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ, ხანძრის შედეგად დაზარალებული კალიფორნიის შტატი მოინახულა და განაცხადა რომ, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ყველაზე მძიმე დღეებია.

​ტრამპი მოსახლოებას დაჰპირდა, რომ მათ დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

BBC-ის ინფორმაციით, ტყის ხანძრების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დამწვარია რამდენიმე ასეული ათასობით ჰექტარი მიწა, დაღუპულია დაახლოებით 67 ადამიანი და ამ დრომდე 1300 -ზე მეტ ადამიანს ეძებენ.

მეხანძრეები და ადგილობრივი ხელისუფლება მკაცრად მუშაობს იმისათვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოება შეინარჩუნონ და ხანძრის ევაკუაცია მოახდინონ. სინოპტიკოსები კალიფორნიის შტატში ძლიერ წვიმას ვარაუდობენ, რამაც შესაძლებელია გაართულოს დაღუპულთა ნაშთების პოვნა.

მსგავსი თემები