კალიფორნიაში, ძლიერი ხანძრის გამო რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა საფრთხეში

ლოს-ანჯელესში გაჩენილი ხანძარი რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას საფრთხეს უქმნის.

შენობა უკვე დაატოვებინეს თანამშრომლებს. ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო ეკიპაჟები.

ძლიერი ხანძრის გამო კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ცეცხლის კერებთან ახლოს მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

შტატში ხანძარის ჩაქრობას რამდენიმე დღეა უშედეგოდ ცდილობენ.

მსგავსი თემები