“კალაძის ლექსიკა არ შეესაბამება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას” – მამუკა ხაზარაძე

“კალაძეს არ ვუპასუხებ, რამეთუ მისი ლექსიკა არ შეესაბამება არათუ პოლიტიკოსის, არამედ კაცის ლექსიკას”, – ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი დედაქალაქის მერის განცხადებას. 

“ეს არის ჩემთვის დამარცხებული პოლიტიკოსების სალაპარაკო ენა და იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც დღეს ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, ამიტომ, მე არც ვთვლი საჭიროდ, მას პასუხი გავცე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კახი კალაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძეს არც ნამუსი და არც ზნეობა არ გააჩნია.

„მეეჭვება, ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, ამისთვის არ აქვს არც ფინანსური და არც გონებრივი შესაძლებლობები“, – აღნიშნა კალაძემ.

მსგავსი თემები