„კაკოია ბობოხიძე ეძახე ბებიაშენს“ – დეპუტატი დეპუტატს

პარლამენტში დუღილის ტემპერატურამ პიკს მიაღწია. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ფიზიკურ თუ სიტყვიერ დაპირისპირებებში, დღეს, ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. ფოფხაძე-ბერაია; გოგიჩაიშვილი-ლურსმანაშვილი, ბობოხიძე-ყაველაშვილი დაპირისპირებაში დღეს ერთმანეთს ენაცვლებოდნენ.     

დეპუტატები კაკო ბობოხიძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ კოლეგას კაკოია ბობოხიძე-თი მიმართა.

„20 ივნისს, დავინახეთ ყველამ, რისი გაკეთება უნდოდათ. შიგნით გამაგრებულები იყვნენ რომან გოცირიძე და მისი ამფსონები, თავისი აქტივისტებით და გარეთ რა დღეში იყვნენ. მგრამ, როგორც კი ძალას კარგავენ, ქილიკს და სიცრუის ტირაჟირებას მიმართავენ. როგორც აგერ კაკოია ბობოხიძე ტირაჟირებს“ – განაცხადა პარლამენტია ტრიბუნიდან სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა, რასაც დეპუტატ კაკო ბობოხიძის განრისხება მოყვა.

„კაკოია ბობოხიძე ეძახე ბებიაშენს“ – დაუბრუნა მან მიხეილ ყაველაშვილს.

რაც შეეხება დაპირისპირების სხვა ეპიზოდებს, გედევან ფოფხაძესა და ირაკლი ბერაიას გაშველება დასჭირდათ, ასევე მანდატურის ჩარევა გახდა საჭირო ლევან გოგიჩაიშვილისა და კობა ლურსმანაშვილის დაპირისპირებაში.  

მსგავსი თემები