„კათარზისის“ ხანდაზმულებმა დიმიტრი ხუნდაძეს დეპუტატებთან ხშირი კომუნიკაცია სთხოვეს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძემ სათნოების სახლი „კათარზისის“ ბენეფიციარებს შეხვდა და პარლამენტის სახელით სასურსათო პროდუქცია გადასცა. ბენეფიციარებმა კი დეპუტატს ხშირი კომუნიკაცია სთხოვეს.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ხანდაზმულებს მათი თხოვნის რეალიზების პირობა მისცა.

„მნიშვნელოვანი დღე იყო ხანდაზმულთათვის, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესაბამის გარემოში უწევთ ცხოვრება, მათთვის მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოდან ეწვევიან, მათი ცხოვრების პირობებს გაეცნობიან და საჩუქრებს გადასცემენ. მოხუცებულთა პანსიონატის ბინადრებისთვის დიდ საჭიროებას წარმოადგენს საზოგადოებასთან ინტეგრაცია და მსგავსი ტიპის შეხვედრები. შეხვედრაზე ხანდაზმულებმა გარკვეულ პოლიტიკოსებთან გასაუბრების სურვილი გამოთქვეს და მე მათ ამ სურვილის შესრულებას დავპირდი“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.



მსგავსი თემები