კადრები, რომელიც შსს – მ მოითხოვა აღმოჩნდა, რომ შენახული აღარ არის

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თბილისის მერიას ვიდეოკადრების გამოთხოვის მიზნით მიმართეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნული კადრები 7 დღეზე მეტ ხანს არ ინახება.

როგორც ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განარტა, აღნიშნული კადრების მოპოვება შესაძლებელია კერძო ობიექტებისა და 112-ის ჩანაწერების საშუალებით.

„ტყუილია, რომ კამერების ჩანაწერები არის წაშლილი. მე აღვნიშნე, რომ 600 საათზე მეტი ვიდეოჩანაწები ამ საქმეზე ამღებულია. აღნიშნული ინფორმაცია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გავრცელდა თბილისის მერიის ვიდეოკადრებთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ 7 დღეზე მეტხანს ეს ჩანაწერები არ ინახება. ჩვენ მივმართეთ გამოთხოვის მიზნით ამ ვიდეოჩანაწერების, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ჩანაწერები აღარ ინახება, მაგრამ ამის დაკონპესირება ცალსახად შესაძელებლია როგორც კერძო ობიექტების კამერების ჩანაწერებით, ასევე 112-ის ჩანაწერებით. თბილისის მერიის ჩანაწერები უშუალოდ შემთხვევის ადგილს ვერ გადაფარავდა, ეს არის უბრალოდ დადგენა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, რომლებმაც იმოძრავებს თბილისის ტერიტორიაზე, ჩავიდნენ და ჩამოვიდნენ მცხეთიდან თბილისში”, – განაცხადა ბორცვაძემ.

როგორც ირკვევა, გამოძიებამ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტს მის დაქვემდებარებაში ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან ჩანაწერების გამოთხოვის შესახებ მიმართა. კერძოდ კი, გამოძიება ითხოვდა თბილისში, რობაქიძე-პაიჭაძის კვეთაზე, წერეთლის გამზირი-ერისთავის ქუჩის კვეთაზე, ერისთავი-ნინუას კვეთაზე, დადიანის გამზირი-ბეჟანიშვილის გადაკვეთაზე, დადიანის გამზირისა და ერისთავის კვეთაზე, ერისთავისა და ჭყონდიდელის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ შუქნიშნებზე განთავსებული ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებს. მერიის პასუხით კი ირკვევა, რომ ვიდეოჩანაწერები სამსახურს ხანდაზმულობის გამო არ გააჩნია.

მსგავსი თემები