„იწამლება ქუჩები ხსნარებით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე დგას ჯარი და პოლიცია“ – ქართველი ემიგრანტები ევროპაში

ქართველი ემიგრანტები მსოფლიოს მასშტაბით იმ მდგომარეობაზე ყვებიან, რაც ამ დროისთვის იმ ქვეყნებშია, სადაც იმყოფებიან. სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანებისთვის კარანტინი და თვითიზოლაცია გაცილებით მძიმე აღმოჩნდა. სამხრეთ იტალიაში ჩრდილოეთთან შედარებით კონტროლირებადია მდგომარეობა თუმცა ეს მათ სიმშვიდეს საფუძველს არ აძლევს. ნეაპოლთან ახლოს მდებარე ქალაქ “მასა დი სომა” – ში მყოფი ანა პავლიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან” იმ მდგომარეობაზე ყვება, რაც ამ დროისთვის სამხრეთ იტალიაშია:

“ქვეყნის მასშტაბით საშინელება ხდება, ყოველდღე მიცვალებულთა და დაინფიცირებულთა მატება. ყველაფერი დაკეტილია სამხრეთ იტალიაშიც. იწამლება ქუჩები ყოველდღე ხსნარებით, ამოწმებენ ყველა მანქანას რატომ არიან გარეთ, ხალხს მოუწოდებენ დარჩნენ სახლში, მაგრამ ერთმანეთს ამხნევებენ ამ რთულ სიტუაციაში. ემიგრანტები ისედაც ციხეში ვიყავით, როცა სამშობლოდან შორს ხარ, ახლა კი გაცილებით რთულია ჩვენი შინაგანი მდგომარეობა“ – ყვება „მედიაცენტრ მთავართან” ანა პავლიაშვილი.

საბერძნეთში დაფიქსირებული დაინფიცირებულების მდგომარეობა, როგორც იქ მყოფი ქართველები ყვებიან მძიმე არაა და ქვეყანაშიც პანიკა არ შეინიშნება.

„ჯერჯერობით აქ არაა პანიკური სიტუაცია, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა რიტმიდან არ ამოვარდნილა, დაკეტილია მხოლოდ კაფეები, ოღონდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსგან განსხვავებით აქ ხალხი ზერელედ უდგება მოსალოდნელ საფრთხეს.“ – ამბობს „მედიაცენტრ მთავართან“ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი იზა რაზმაძე.

როგორც ქართველი ემიგრანტები ყვებიან ყველას ერთმანეთთან აქვს კონტაქტი და ტელეფონისა და ინტერნეტის საშუალებით აგებინებენ მდგომარეობას ოჯახს და ნათესავებს. ევროპიდან დანახულ საქართველო კი დაავადებასთან საბრძოლველად მათი აზრით გაცილებით მობილიზებული აღმოჩნდა, ვიდრე ის ქვეყნები, სადაც თავად იმყოფებიან.

მსგავსი თემები