„იყო მოსაზრება, რომ ვირუსმა უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა“ – თენგიზ ცერცვაძე

„უჰანში არის საკვლევი ინსტიტუტი, სადაც არის ვირუსოლოგიური ლაბორატორია და იყო ერთ – ერთი მოსაზრება, რომ  ვირუსმა ამ ლაბორატორიიდან გაჟონა“ – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე მოცემულ სიტუაციაში ჩინეთისა და ამერიკის დაპირისპირებაზე და ურთიერთ ბრალდებებზე საუბრობს, თუმცა მისი მოსაზრებით აღნიშნული სიმულაციები არადამაჯერებელია:

„იყო მოსაზრება, რომ ვირუსმა უჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა, ეს იყო ცალკეული ერთეული პირების მოსაზრება. ახლა ჩინეთი ამერიკას უპირისპირდება ბრალდებების საპასუხოდ და პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკელებმა გაავრცელეს. ეს ყველაფერი არადამაჯერებელია. მსგავსი ბრალდებები ყოველთვის არსებობს ასეთი ვირუსების გავრცელების ფონზე“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე მოსაზრებით ვირუსი ხელოვნურად არ არის გამოგონილი და სპეციალისტი თვლის, რომ კორონავირუსი დღემდე არსებობდა. კონკრეტული შემთხვევის რეზერვუარი კი, როგორც ცერცვაძე თვლის ღამურებია.

მსგავსი თემები