„იყო გარკვეული პროვოკაციები“ – გიორგი ვოლსკი არჩევნებზე

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის გია ვოლსკი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, საქართველომ დემოკრატიულობის მაგალითი კიდევ ერთხელ გამოავლინა.

“ვერ ვიტყოდი, რომ განცხადებისთვის რაიმე ახალი გარემოებები მაქვს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თბილისმა, საქართველომ როგორც განვითარებულმა, დემოკრატიულმა სახელმწიფომ მძლავრი დემოკრატიული ინსტიტუტებით, კიდევ ერთხელ გამოავლინა თავი. ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც, განსაკუთრებით კი ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც მივიდა და თავის პოლიტიკური ნება დააფიქსირა. იყო გარკვეული პროვოკაციები. მთლიანობაში, ვერ შეძლეს ამისგან ისტორია შეექმნათ და ის რაც ხდება, მისასალმებელია“ – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები