“იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს” – რომის პაპი

“იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს”, – ასე მიმართა რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს კათოლიკური აღდგომის დადგომისას.

რომის პაპმა ხალხს მოუწოდა, არ დაემორჩილონ შიშს და ყურადღება გაამახვილონ იმედის გზავნილზე.

რომის პაპმა კათოლიკების წინასააღდგომო წირვა ვატიკანში, თითქმის ცარიელ წმ. პეტრეს ბაზილიკაში ჩაატარა. ტაძარში ჩვეულებრივად ცერემონიას 10 000-მდე ადამიანი ესწრება, ახლა კი პაპს თან მხოლოდ ორი ათეული ადამიანი ახლდა.

მსგავსი თემები