იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ითვალისწინებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ითვალისწინებს. საკომიტეტო სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

საპარლამენტო ოპოზიცია საკითხის გადავადებას ითხოვდა, თუმცა იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში მოსამართლეთა დეფიციტია, მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ დასაკარგი არ არის არც ერთი საათი.

როგორც სხდომაზე, საპარლამენტო უმცირების წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის დასკვნებითა და რეკომენდაციებით აპელირება „ქართული ოცნების“ ფასადური პოლიტიკაა.

„რას მოელით ვენეციის კომისიისგან, რა გგონით, თუ მათ დასკვანს არ გაითვალისწინებთ, თავს დაიწვავენ წმინდა მარკოზის მოედანზე? ისინი ჩამოსული იყვნენ და გითხრეს, რომ ფორმალურია მათი აქ ჩამოსვლა, რადგან ჩანიშნული გქონდათ ყველაფერი. ისინი იძლევიან მხოლოდ რეკომენდაციას, უკვე ჩანიშნულ პროცედურებში არ ერევიან,“ – განაცხადა სხდომაზე სამადაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. მათთვის მუღებელია ხელისუფლების მომზადებული ის კანონპროექტი, რომელიც განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს და პროცედურებს.

მსგავსი თემები