იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, იური სუსლიაკი კი ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა – მტკიცებულებები „მთავარში“

იულია სუსლიაკის უკრაინელმა და ქართველმა ინტერესების დამცველებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ის დოკუმენტები და უტყუარი მტკიცებულება წარადგინეს, რომლითაც დასტურდება, რომ ბავშვების ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი 4 ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო იური სუსლიაკი კი ათივე ბავშვის ბიოლოგიური მამა.

იური სუსლიაკის ინტერესების დამცველებმა და უკრაინიდან ჩამოსულმა ოჯახის წევრებმა პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართეს.

„4 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე შუამდგომლობით, იულია სუსლიაკი აღკვეთი ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით. რაც ემყარებოდა 3 უტყუარ მტკიცებულებას.

1. სამხარაულის ექპერტიზის ეროვნული ბიუროს გადაწყვეტულება, დადგენილება, რომლის მიხევითაც, იულია სუსლიაკი ამ 10 ბავშვიდან 4- ის ბიოლოგიური დედაა.

2. დადგინდა, რომ 10-ვე ბავშვი ერთმანეთის ნათესავია – და-ძმები მამის ხაზით. ანუ, იური სუსლიაკი 10-ვე ბავშვის მამაა. დადგინდა, რომ 10 ბავშვიდან 6-თან ნათესაური კავშირი არ გააჩნია იულია სუსლიაკს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, რეპროდუქციის პროგრამით, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები არიან. ასევე, უკრაინის ეროვნული პოლიციის მიერ საქართველოს შსს-ში გამოგზავნილი ინფორმაცია, რომელზეც შავით თეთრზე წერია, რომ 2002 წლიდან, იური და იულია სუსლიაკები იმყოფებიან კანონიერ ქორწინებაში, მათ ჰყავთ 10 შვილი, რომ რეპროდუქციის პროგრამა მათ გამოიყენეს უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, რომ უკრაინაში არ არის აკრძალული რა ოდენობის და რამდენჯერ შეიძლება უკრაინის მოქალაქემ რეპროდუქციის პროგრამა გამოიყენოს და მათ უკრაინის საზღვრები გადაკვეთილი აქვთ და შემოსულები არიან სრულიად კანონიერად“ – განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, არ მტკიცდება ქართველი სამართალდამცველების განცხადება, რომ სუსლიაკების ოჯახს ცუდი წარსული აქვს.

„საქართველოს შსს და პროკურატურის მოსაზრება, რომ სუსლიაკებს ბინძური ბიოგრაფია და წარსული აქვთ, არ დასტურდება. კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება საქართველოს შსს კრიმინალური ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც, ყველა დოკუმენტი, რომელის ჩვენ წარმოვადგინეთ, ნამდვილია და ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ამ დროს, რამდენიმე დღის წინ, საქალაქო სასამართლომ უარი მითხრა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმის საფუძველით, რომ ეს დოკუმენტები არ არის ნამდვილი. უფრო მეტიც, ღონისძიების შეფარდებისას, ქალბატონი პროკურორი თეა გიორგაძე აცხადებს, რომ მე თითქოს რაღაც ყალბ დოკუმენტებს დავათრევ. ეს აუდიო ჩანაწერი გამაჩნია და მასაც გავასაჯაროებ. დაათრევს-ო, ზუსტად ეს სიტყვა იხმარა და სასამართლო დაარწმუნა იმაში, რომ არ ემსჯელა. ამ დროს თავისსავე დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ზურაბ თოდუას წარმოდგენილი დოკუმენტები და იულია სუსნიაკის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არის ნამდვილი“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

https://mcm.ge/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A/
https://mcm.ge/%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92/

მსგავსი თემები