იულია სუსლიაკი სამართალდამცავებს საბაჟო გამშვებ პუნქტ “სადახლოზე” ჰყავთ დაკავებული

იულია სუსლიაკი სამართალდამცავებს საბაჟო გამშვებ პუნქტ “სადახლოზე” ჰყავთ დაკავებული და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევენ.

როგორც ადვოკატმა ზურაბ თოდუამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, სადახლოდან მას სუსლიაკი ახლახან დაუკავშირდა და უთხრა, რომ ქვეყანაში არ უშვებენ. ადვოკატის თქმით, სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ის, ვაგონიდან ჩაიყვანეს და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე წაიყვანეს. მისი თქმით, იულია სუსლიაკი, საქართველოში კონსულტაციებისთვის ბრუნდებოდა. ის ხვალ “მედიაცენტრ მთავარში” ბრიფინგის გამართვასაც გეგმავდა, სადაც აპირებდა დაესახელებინა ის პირები, ვინც მისი თქმით, საქმეში ჩართული იყო, მას აყალბებდა და სუსლიაკზე ზეწოლას ახორციელებდა.

“დაახლოებით, 2-3 წუთის წინ დამიკავშირდა ქალბატონი იულია და იმის შემდეგ, რაც ჩვენ ავტეხეთ ყვირილი, ტელევიზიების ჩართვის შემდეგ, მირეკავს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან და მეუბნება, რომ ის ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, ძალის გამოყენებით, ჩააბარეს აზერბაიჯანის ტერიტორიას და არ აძლევენ უფლებას საქართველოს ტეროტირიაზე შემოსვლის, ანუ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ ქალბატონმა არ მისცეს ჩვეენება და დეტალებში არ მოყვეს ის, რა უზნეობასაც ჩადიოდნენ გენერალური პროკურატურის ორი დამნაშავე პროკურორი,” – განაცხად ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით, როდესაც ის ბაქოდან თბილისში მატარებლით ბრუნდებოდა, მოულოდნელად მატარებელი გააჩერეს. სუსლიაკის მეუღლე აცხადებს, ორმა უცნობმა პირმა სუსლიაკი მატარებლიდან ჩამოიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მსგავსი თემები