იულია სუსლიაკის ადვოკატი სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილებას შსს-ში გაასაჩივრებს

იულია სუსლიაკის ადვოკატი სასაზღვრო პოლიციის გადაწყვეტილებას შს სამინისტროში ასაჩივრებს და მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის საქართველოში შემოსვლის ნებართვას ითხოვს.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ, პირველ რიგში, მას მიეცეს თავისუფლად გადაადგილების უფლება. იულია სუსლიაკი საქართველოდან აპირებს ქართველი სამართალდამცავების წინააღმდეგ მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებასა თუ პასუხისმგებლობის საკითხზე, იბრძოლოს და დაიცვას თავისი უფლებები. დროა, გონს მოეგონ, რამეთუ, რაც უფრო სიღრმეში შედის ეს საქმე, მით უფრო დიდი სკანდალია,“ – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ცნობისთვის, ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებულ ქალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი ვერ დაუმტკიცა და ის სასამართლომ გაათავისუფლა. ახლა კი მას საქართველოში შემოსვლის უფლებას აღარ აძლევენ.

მსგავსი თემები