“იტალიაში, ქურდობის ფაქტზე, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს” – იტალიური მედია

იტალიური მედიის ცნობით, იტალიაში, ქალაქ ფაზანოში სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს.

პოლიციის თანამშრომლებმა, ისინი ერთ-ერთი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე შენიშნეს და პირების იდენტიფიკაციისთვის ავტომობილის ჩხრეკა განახორციელეს. ჩხრეკის შედეგად პოლიციამ 2 სხვადასხვა სუპერმარკეტიდან მოპარული 450 ევროს ღირებულების პროდუქცია ამოიღო.

მათივე ინფორმაციით, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, წვრილმან ხულიგნობაში ბრალდებული ოთხივე ქართველი ამ დროისთვის გათავისუფლებულია. მათ ქვეყნის დასატოვებლად 7 დღე მისცეს.

მსგავსი თემები