იტალიიდან ჩამოფრენილი საქართველოს ერთი მოქალაქე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცოტახნის წინ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან პირდაპირი რეისი შესრულდა. მგზავრებს ადგილზე მედიკოსთა ჯგუფი დახვდა, რომელმაც ჩამოსული ადამიანები შეამოწმა.

იტალიიდან ჩამოსული საეჭვო მგზავრი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი კვლევები ჩაუტარდება.

როგორც იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები აცხადებენ, მათ პირველი შემოწმება ჯერ კიდევ იტალიაში გაიარეს. საქართველოს ტერიტორიაზე კი მათ თერმოსკრინინგი ჩაუტარდათ.

კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო, ჩინეთისა და ირანის შემდეგ, შეზღუდვები შესაძლოა იტალიასთანაც დაწესდეს. საკითხზე სპეციალური ჯგუფი მსჯელობს.

მსგავსი თემები