იტალიიდან დაბრუნებული გოგონას წერილი “ბოქსირებული” განყოფილებიდან

იტა­ლი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­ური სა­ა­ვად­მყო­ფო­ს “ბოქსირებულ” განყოფილებაშია მოთავსებული, იქ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“ყველაფერს დავწერ ობიექტურად არცერთ სიტყვას არ გადავამეტებ.

17:00 საათზე მოვედი ჩემი ფეხით, ჩაიწერეს მონაცემები, გამიზომეს სიცხე და მითხრეს, რომ უნდა დავლოდებოდი. 18:00 საათამდე ვიჯექი ჭკვიანად ვპოსტავდი აქ. 19:00 საათზე გადმომიყვანეს ბოქსირებულ განყოფილებაში და უი, შენ ორსული გოგო არ ხარო? არა მეთქი. ეს არა ვერ გაიგეს ეტყობა და წამო, წამო, ისევ მიმღებშიო. წამიყვანეს, იქ დამხვდა ორსული გოგო ვისშიც ავერიე (მსუქანა რომ ვარ ამიტომ),  ჰოდა ამ გოგოს ხარჯზე მგონი კაი “მოშნი” რიგს გადავახტი შემთხვევით და ამიღეს ნაცხი. ლუგარის გოგო იყო უმშვიდესი და ძალიან კარგი გოგო. დამაბრუნეს ბოქსში დამსვეს დერეფანში და ველოდებოდი პალატას.

შემიყვანეს პალატაში, ჩემ თვალწინ გახსნეს სულ ახალი თეთრეული, გადააკრეს გაანიავეს ოთახი, დაგავეს გაწმინდეს.  ამიღეს სისხლი ვენიდან, შემომიტანეს თერმომეტრი, რომ ვაკონტროლო სიცხე.
ჰყავთ უამრავი პაციენტი. არ ჩერდება ცხელი ხაზი. ყველას აცვია უნიფორმა, უკეთია პირბადე, მეც მომცეს ახალი. არიან ყურადღებიანი ექიმები და ძალიან გადაღლილები. ახლა შემოვიდნენ და დიდი მენიუ ჩამომითვალეს, რა გაჭამოთ ამოირჩიეო. ძალიან საყვარლები არიან მართლა ნუ ლანძღავთ სულ”, – წერს მაია მესტუმრე “ფეისბუქზე”.

მსგავსი თემები