იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები შეცდომაში შეჰყავთ

იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მიზნით, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს იტალიის მთავრობამ “ემიგრაციის შესახებ” ახალი კანონი გამოსცა, რომელიც იტალიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი მიგრანტების ლეგალიზაციას ეხება.

როგორც იტალიის რესპუბლიკის სასამართლოს მედიატორი, აკრედიტირებული თარჯიმანი იტალიაში და  ასოციაცია A.I.S. პრეზიდენტი, ნინო რურუას განმარტავს, აღნიშნული ინფორმაცია გაურკვეველი წარმომავლობის არხებით ვრცელდება, სადაც არც თარიღია მითითებული და არც სტატიის ავტორი, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ინფორმაცია მყარ არგუმენტებს არის მოკლებული და რეალობას არ შეესაბამება.

მისივე თქმით, ინფორმაციაში მითითებული არ არის კანონის ნომერი და სხვა აუცილებელი დეტალები.

“საყურადღებოა ისიც, რომ ინფორმაცია 2002 წელს არის დაწერილი”, – აცხადებს ნინო რურუა.

მისივე თქმით, როდესაც სახელმწიფოში, განსაკუთარებით კი იტალიაში მნიშვნელოვანი რამ ხდება, ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება და იბეჭდება გამოცემა gazzetta ufficiale -ში, ხოლო ყველა კანონი და საკანონმდებლო აქტი ოფიციალურად ქვეყნდება. მსგავსი ინფორმაცია კი, რურუას თქმით, ბოლო პერიოდში არსად გამოქვეყნებულა.
​წყარო: DIASPORA.GE

მსგავსი თემები