“იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას სახელმწიფო მოახდენს და ხარჯებსაც სახელმწიფო გაიღებს” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას პირდაპირი რეისებით აპირებდნენ, სახელმწიფო იზრუნებს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეჩერების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ასეთი მოქალაქეების დაბრუნების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

“მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტალიიდან პირდაპირი რეისებით საქართველოში გამომგზავრებას აპირებდნენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა. ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენი საელჩოს მეშვეობით გავრცელდება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები