იტალიაში მაყურებლებს ტრიბუნებზე 2021 წლის მარტამდე არ დაუშვებენ

მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, იტალიაში გულშემატკივრები 2021 წლის მარტამდე ვერ შეძლებენ სტადიონებზე მისვლას, – ინფორმაციას გაზეთი “AS” ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იტალიაში საფეხბურთო სეზონი, შესაძლოა, 31 მაისს განახლდეს, ოღონდ ცარიელი ტრიბუნების თანხლებით. გულშემატკივრებს 2021 წლის მარტამდე არ მისცემენ მატჩებზე დასწრების უფლებას. სწორედ იმ დროისთვის იგეგმება საზღვრების გახსნა და ყველა შეზღუდვის მოხსნა.

სერია A-ს 2019-20 წლების ჩემპიონატში ჩატარებულია 26 ტური და ლიდერობს „იუვენტუსი“ 63 ქულით.

მსგავსი თემები