იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

იტალიაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. იტალიური მედიის ცნობით, ყველა მსხვერპლი ხანდაზმული ადამიანია, რომელთაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

24 თებერვლის მდგომარეობით, იტალიაში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 224 შეადგენს. ამგვარად ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ.

კორონავირუსის შეთხვევა მსოფლიოში 30-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.

მსგავსი თემები