“იტალიასთან ფრენების შეწყვეტა ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოებაა” – ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ იტალიასთან ფრენების შეწყვეტა ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, მოქალაქეების ჯანმრთელობა პრიორიტეტია, ამიტომ თურნავა იტალიასთან ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილებას ყოვლად გამართლებულს და დროულს უწოდებს.

„დღეს გადავწყვიტეთ, რომ დროებით შევაჩეროთ პირდაპირი ფრენები იტალიასთან, ვინაიდან ის მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება. მინდა გითხრათ, ეს ეკონომიკურად საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა.

ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარეც მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნოს, მათ შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, ეს ყოვლად გამართლებული და დროული გადაწყვეტილებაა”,-აცხადებს თურნავა.

ამასთან, მინისტრი ვერ აკონკრეტებს თუ რამდენ ხანს გაგრძელდება იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა.

ცნობისთვის, პირდაპირი ფრენები სამ ქვეყანასთან: ირანთან, ჩინეთთან და ახლა უკვე იტალიასთანაა შეწყვეტილი.

მსგავსი თემები