„ის, რომ უდანაშაულოები ზიან დღეს ციხეში მე ასეთი განცდა არ მაქვს“ – გიგა ბუკია (ვიდეო)

„დაკავების ფორმასთან და დროსთან დაკავშირებით,შეიძლება კითხვის ნიშნები არსებობდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „პოლიტპატიმრები“ გვყავს ქვეყანაში“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ყოფილმა წევრმა გიგა ბუკიამ განცხადა.

 ბუკია თვის, რომ ქვეყანაში დღეს ე.წ პოლიტპატიმრები არ არიან და ოპოზიცია ამის გამო ულტიმატუმებით არ უნდა საუბრობდეს. “ის, რომ უდანაშაულოები ზიან დღეს ციხეში მე ასეთი განცდა არ მაქვს, მაგრამ არასასურველ პოლიტიკურ დროს დაემთხვა ეს ყველაფერი, მე არ ვთვლი, რომ ამის გამო ულტიმატუმებით უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს, ეს საკითხები უნდა იყოს გამიჯნული და პროპორციულზე გადასვლა არ უნდა იყოს ამ მოთხოვნებზე დამოკიდებული“- განაცხადა გიგა ბუკიამ.

მისივე აზრით საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ხელისუფლებისაც და პოლიტიკური მიმართულების ბედი.

„ეს ორი რამ ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს, გამოდის, რომ ან ხელისუფლებამ უნდა აღიაროს „პოლიტპატიმრების“ არსებობა, ან ოპოზიციამ უნდა აღიაროს, რომ არ გვყავს  ე.წ პოლიტპატიმრები, რაც არცერთ შემთხვევაში არ მოხდება“- განაცხადა გიგა ბუკიამ.

მსგავსი თემები