“ის პრემიერ-მინისტრია, თუ მენეჯერია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სამართავად დანიშნა” – ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი გახარიაზე

„ხვალინდელი დღე მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოიყენონ და ქვეყანაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე ისაუბრონ,“ – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიასთან ერთ-ერთი მთავარი კითხვა ექნება, ის პრემიერია, თუ მთავრობის სამართავად დანიშნული მენეჯერი.

„ვფიქრობთ, რომ ხვალინდელი დღე მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ, ვისაუბროთ ქვეყანაში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე. კარგი იქნება, თუ გახარიასგან მივიღებთ ისეთ პასუხებს, სადაც ის სხვადასხვა საკითხზე პასუხისმგებლობას იღებს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაზეც მისგან მინდა, პასუხი მივიღო არის: ის პრემიერ-მინისტრია, თუ მენეჯერია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სამართავად დანიშნა? ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. თუ გახარია გვეტყვის, რომ ის მენეჯერია, მაშინ მის მიმართ ინტერესი ნელდება იმიტომ, რომ მენეჯერს ვერ მოსთხოვ პასუხს. ჩვენ გვინდა პასუხი მოვთხოვოთ პოლიტიკოსს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უმრავლესობით აირჩია პრემიერად. ამიტომ ჯერ გავარკვევთ ურთიერთობას, ვინ არის ის და რა ფუნქციით არის მთავრობაში“,- აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი თემები