„ის პოლიტიკური ფიგურა არასდრის ყოფილა, არაფერი ემჩნევა, რომ ციხეში იტანჯებოდა, გადატრიალდეს საკუთარ ლოგინში“ – ბარამიძე მერაბიშვილზე   

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა ბარამიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილთან არანაირი შეხვედრა, მოლაპარაკება თუ ერთ მაგიდასთან ჯდომა არ გამოვა და ოპოზიციურ გაერთიანებაში მისი ადგილი არ არის, ვინც ანტიკონსტიტუციურად ფიქრობს და მოქმედებს. აღნიშნულ თემაზე გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.    

„ამ სუბიექტზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. არ მგონია, რომ მერაბიშვილზე ამდენ დროს უნდა ვკარგავდეთ. რა თქმა უნდა, უარყოფითი დამოკიდებულებაა მისი პერსონისადმი როგორც პირადად ჩემი, ისე ჩვენი პოლიტიკური პარტიის მხრიდან და ამას არაერთი მიზეზი აქვს. ჩვენ მასთან შეხვედრის საკითხს არხ კი განვიხილავთ.  მით უმეტეს, რომ ის პოლიტიკური ფიგურა არასოდეს ყოფილა მხოლოდ  ტექნიკური პრემიერ-მინისტრი იყო“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.  

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ნებისმიერი, ვინც ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებს გააკეთებს და არასწორი გზით წასვლას დააპირებს, მათ გვერდით ვერ იქნება.

„რაც შეეხება მის გამონათქვამებს, არ ვიცი ციხიდან რომ გამოვიდა ფსიქოლოგიურ სტრესში იყო თუ რა ხდებოდა.  რაღაც არ ემჩნეოდა, რომ დიდად იტანჯებოდა ციხეში, კარგად ნაჭამ-ნასვამი, დაბანილ დავარცხნილი გამოუშვეს იქიდან.  ის განცხადება, რაც გააკეთა, მიუღებელია. ყოველგვარი ანტიკონსტიტუციური ქმედებები, შევარდნები, გამოვარდნები, გადატრიალებები, წარსულს უნდა ჩაბარდეს. გამორიცხულია, რომ ამ ცნობიერების ან ამ განწყობის რომელიმე პოლიტიკური ფიგურა მიღებულ იქნეს. ამიტომ, გადატრიალდეს საკუთარ ლოგინში“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.   

მსგავსი თემები