“ის მოკვდა როგორც ძაღლი, ღმერთმა დალოცოს ამერიკა” – ტრამპი ტერორისტზე

მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი, აბუ ბაქრ ალ ბაღდადი ლიკვიდირებულია. ინფორმაცია თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა პირადად სპეციალურ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ამ სპეცოპარციით სამართლიანობა აღდგა. 

“გასულ ღამეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნომერ პირველი ტერორისტის მიმართ სამართალი აღასრულა. აბუ ბაქრ ალ ბაღდადი მკვდარია. ის იყო “ისლამური სახელმწიფოს” დაამარსებელი და ლიდერი ყველაზე საშიში და სასტიკი ორგანიზაციის მსოფლიოში. ამერიკა მას წლების განმავლობაში ეძებდა. მისი დაკავება და მკვლელობა ჩემი ადმინისტრაციის პრიორიტეტი იყო. სახლიდან, რომელშიც ბაღდადი იყო 11 ბავშვი უვნებლად გამოვიყვანეთ. მასთან ერთად დარჩა მისი 3 პატარა შვილი. მან თავი აიფეთქა და საკუთარი შვილებიც მოკლა. ის მოკვდა როგორც ძაღლი. ღმერთმა დალოცოს ამერიკა,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობა “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერის დაღუპვის შესახებ თავდაპირველად მედიამ გაავრცელა. “ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის წინააღმდეგ ჩატარებული რეიდის კადრები ერაყის ტელევიზიამ გაავრცელა.

მსგავსი თემები