“ის იყო ბანდიტი და მკვლელი” – პუტინი ხანგოშვილზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ნორმანდიული ოთხეულის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების გაძევების საკითხის შესახებაც ისაუბრა.

გამოცემა „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირი უარყო, თუმცა ზელიმხან ხანგოშვილს „ბანდიტი“ და „მკვლელი“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნას მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ყურადღება არ მიაქციეს.

მისივე მტკიცებით, რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გერმანელ კოლეგებს აღნიშნული მკვლელობის გამოძიებაში დაეხმაროს.

“თქვენ გააძევეთ ჩვენი დიპლომატები, ჩვენ გავაძევებთ თქვენსას,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

გერმანიის პროკურატურა ბერლინის პარკში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეში, ჩეჩნურ კვალს ხედავს. მოსკოვი კი საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფს.

მსგავსი თემები